საწარმო, რომელშიც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ერთობლივი კონტროლი გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ კონტროლს, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს
