ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
