პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
