18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის ერთადერთ ან ერთ-ერთ სახეობად ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული; გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება
