საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის მიზანია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა ან/და იმ შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; [ ფ 1 ) ჩარჩოშეთანხმება – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების ფარგლებში დასადები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობების დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და საჭიროების შემთხვევაში − რაოდენობასთან დაკავშირებით
