მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; თ 1 ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ 1 .გ“, „ბ 2 .გ“ და „ბ 3 . გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას
