ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას: ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერი ლების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი; ბ) სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს; გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს
