სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიური უფლება. ეს ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, თავისი რისკითა და ხარჯებით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის აღმოჩენისა და მოპოვების შემთხვევაში
