ინსტრუმენტი (მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი), სეკიურიტიზაციის კომპანიის წილი, სასესხო ვალდებულება), რომელსაც უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან ინიციატორი და რომლის მეშვეობითაც ინვესტორს უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელშეკრულებაა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაზე აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მითითებად ჩაითვლება
