ამ კანონის მიზნებისათვის სუბიექტის მიერ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია
