თავშესაფრის მაძიებლის შესაძლებლობა, გადაადგილდეს წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, ან მას აქვს საშუალება, ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეფექტიანად და ხანგრძლივად იყოს დაცული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან, ამასთანავე, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, აგრეთვე ისარგებლოს მისი უფლებების პატივისცემით და ჰქონდეს ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობა
