ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული მონაწილის უფლებები საპენსიო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია და რომელიც არ ექვემდებარება ჩამორთმევას და ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და ყადაღას)
