საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 11. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადადგომა
Редакция №66 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.
