1.აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ: ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი; ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი; გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას. 1 1 . აქციზის გადამხდელი ა მ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
