Статья 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები
1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: ა) პრივატიზება; ბ) მართვის უფლებით გადაცემა; გ) გაცვლა.
2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო ქონების შესახებ
