Статья 9. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი
1. თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონით ( გარდა ამავე კანონის მე -10 მუხლისა ) დადგენილი ნორმები არ ვრცელდება პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ , ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემოტანილ , საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი რაოდენობის თამბაქოს ნაწარმზე . საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4910 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
