ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
3.სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.
4.„საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის წარდგენის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი, და მისი ქართული თარგმანი.
5.მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში სელექციონერს უფლება აქვს, პრიორიტეტის ვადის ამოწურვის დღიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო თუ პირველი განაცხადი უარყოფილი ან გამოთხოვილია – ამგვარი უარყოფის ან გამოთხოვის დღიდან, განაცხადის ექსპერტიზის მიზნებისათვის „საქპატენტს“ წარუდგინოს ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, საბუთი ან მასალა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.