1.თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში და იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის ჩასატარებლად გადაცემის თაობაზე.
2.ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება: ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ; ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი; გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება; დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება.
