საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. თავი IV. დასკვნითი დებულება
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
Статья 7. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას რაიონში შემავალ სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გამგებელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული გამგებელი.
2. რაიონსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნული რაიონის (ქალაქის) გამგებელი (მერი).
3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი ასრულებს ადგილობრივი„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებშესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ამ პირის დამატებით უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სათანადო დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
თავი IV
დასკვნითი დებულება
