„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 22. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯები
საქართველოს ცენტრალუოი ბიუჯეტის შემოსავლით ფინანსირდება : ინვესტიციები საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე ; გარემოს დაცვის , გეოლოგიურ - სადაზვერვო და გეოლოგიურ - საძიებო , ტყეების მოვლისა და აღდგენის , სასოფლო - სამეურნეო და ჰიდორომელიორაციული , საერთო-სახელმწიფოებრივი პროგრამები ; მოსახლეობის სოციალური დაცვის საერთო - სახელმწიფოებრივი პროგრამები ; სხვა საერთო - სახელმწიფოებრივი მიზნობრივი პროგრამები ; საგარეო - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ; განათლების , მეცნიერების , კულტურის , ინფორმაციის მასობრივი საშუალებების , ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების , ფიზიკური კულტურისა და სოციალური დაცვის საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები , ორგანიზაციები და ღონისძიებები ; სახელმწიფო რეზერვებისა და სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და შევსების ხარჯები ; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების , სამართალდამცავი ცენტრალური ორგანოების , პროკურატურის ორგანოების , სახელმწიფო უშიშროების ორგანოების და კონტროლის პალატის შენახვა ; თავდაცვისა და სასაზღვრო ჯარები ; ბიუჯეტური ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებული ბანკის კრედიტებისა და სახელმწიფო ვალის დაფარვა , აგრეთვე მისი მომსახურება ; საქართველოს პრეზიდენტის ფონდის , სახელმწიფო სარეზერვო ფონდის , აგრეთვე სხვა მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდებისა და რეზერვების შექმნა ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საბიუჯეტო სესხების და მიზნობრივი ტრანსფერტების გადაცემა ; საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული სხვა ღონისძიებები . ბ ) სპეციალური სახელმწიფო ფონდების დანიშნულება , შექმნის წესი , შემოსავალი და ხარჯები
