აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობაში კანონიერებისა და მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა.
2.პირი, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს მოქმედების შესრულება ან აქტის აღსრულება; გ) მიიჩნიოს აქტი ძალადაკარგულად.
3.სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
4.სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
5.პირი, რომელიც სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს, უფლებამოსილია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს თანამდებობის პირებისაგან განმარტებები და დასკვნები. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან წარმოადგინონ მითითებული დოკუმენტები და განმარტებები არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმხორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ