„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Статья 2. კანონის რეგულირების საგანი
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომ – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფერო) სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) (შემდგომ − კონვენცია) საფუძველზე.
2. ეს კანონი, გარდა ამ მუხლისა და ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებისა და VIII 1 თავისა, არ აწესრიგებს კონვენციის დანართებში შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხებს, თუ ეს სახეობები იმავდროულად არ არის საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.
