კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).
2.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა); ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
3.კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა: ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე; ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე.
4.კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც; გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული.
5.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ; ბ) ცხოველი მარკირებულია.
6.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე.
7.კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
8.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
9.კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის; ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.
10.კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული; ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
Редлайн изменения· прежняя → действующая редакция
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული; ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ)რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა). 2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა); ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა: ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე; ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე. 4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც; გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული. 5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ; ბ) ცხოველი მარკირებულია. 6. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე. 7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 9. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის; ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება. 10. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან მისდამი სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
Близко по смыслуსაქართველოს „წითელი ნუ…ნარჩენების იმპორტის, ე…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…ცხოველთა და მცენარეთა …