„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.
2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
