Статья 12. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროსა და უწყებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველი
ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, ჩამოერთმევა, თუ იგი ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გაუქმებას ახორციელებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
