Статья 6. განცხადების წარდგენა ლიცენზიის / ნებართვის მისაღებად
1. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ ბრძანებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წერილობით განცხადებას ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით გადაცემული აქვს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.
2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადება წარდგენილია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებაში, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია სამ დღეში განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნოს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც გადაცემული აქვს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოების შემთხვევაში განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამისი დასაბუთებით გადაგზავნიდან 2 დღეში.
