Статья 9. სალიცენზიო / სანებართვო მოწმობის ფორმა
1. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ფორმა არის ერთიანი. მისი დამტკიცების წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საქართველოს სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია ლიცენზიის/ნებართვის ფორმის დამტკიცებიდან ერთ თვეში დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს ლიცენზიის/ნებართვის ფორმები ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს და უწყებას.
