1.ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობისთვის აუცილებელი ხარჯები.
