1.ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) მიერ დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის ყველა სტადიას. ღია განხილვის დროს ლობისტს წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) გადაწყვეტილებით, მისთვის დაწესებული რეგლამენტით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებთან) დაკავშირებით გამართულ კამათში.
