1.ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის , მოსახლეობის კეთილდღეობის , მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები : ა ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა ; ბ ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა .
2.ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის ვალი მოიცავს : ა ) „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს , გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა ; ბ ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს , გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა .
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვარი ითვალისწინებს აგრეთვე „ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას .
4.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის შემუშავება , სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იმგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი , რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს , როგორც გეგმური , ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში .
5.საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის წარდგენისას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგებისას წარადგენს ინფორმაციას ფისკალური პარამეტრების ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის თაობაზე .
6.საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას საქართველოს მთავრობა ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე ; ბ ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და , შესაბამისად , მისი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ , მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით .
7.სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან / და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია : ა ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში ; ბ ) ეკონომიკური ზრდის შენელების / რეცესიის შემთხვევაში − თუ , საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით , ზედიზედ ბოლო 2 კვარტალის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია , ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი .
8.ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმას . პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს . საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. [მუხლი 2 1 . ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2030 წლის 31 დეკემბრიდან)] საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4296 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.