Статья 16. მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 15 янв. 2010 г.
მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; ბ) უძრავი ნივთის ბინის/ერთეულის ორდერი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს მომართვაში.
