საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 42. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა
1. რკინიგზა საფოსტო გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს საფოსტო საწარმოსთან (ორგანიზაციასთან და ა.შ.) დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ეს საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია რკინიგზას გადასაზიდად დროულად წარუდგინოს საფოსტო გზავნილი, დატვირთოს იგი გამოყოფილ ვაგონში, გადაიხადოს გადაზიდვის საფასური და მიიღოს საფოსტო გზავნილი დანიშნულების პუნქტში, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს საფოსტო გზავნილი და დროულად მიიტანოს დანიშნულების ადგილზე.
2. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა ხორციელდება მატარებელში ჩართული საფოსტო ვაგონით, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. მატარებელში საფოსტო ვაგონის ჩართვისა და საფოსტო გზავნილის გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
