საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 63^7. პასუხისმგებლობა
1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
