კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
Статья 3. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები
1. სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო (შემდგომში – წამლის სააგენტო).
3. სამინისტროსა და წამლის სააგენტოს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. საქართველოს 200 5 წლის 3 ივნისის კანონი № 1582 - I ს - სსმ I, № 31 , 27 .
06 .200 5 წ ., მუხ . 195
