Статья 75. სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
2. პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გარდაცვალების რეგისტრაციას.
3. სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას მისი გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია, თუ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი გარდაცვლილად გამოცხადებული პირის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან ადგილი. თავი IX. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
