Статья 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება
1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
2. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი; გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით. 2 1 . ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში. 2 2 . ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
3. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად; გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 21 3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი. 3 1 . (ამოღებულია - 04.05.2018, №2266).
4. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადვოკატთა შესახებ
