Статья 27. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას.
3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადვოკატთა შესახებ
