1.სამუზეუმო ექსპონატი აღირიცხება დადგენილი წესით.
2.სამუზეუმო ექსპონატი არ ექვემდებარება საბუღალტრო აღრიცხვას.
3.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაა: ა) ძირითად შემოსულობათა საინვენტარო წიგნი; ბ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი; გ) სამეცნიერო-დამხმარე წიგნი; დ) დროებით შემოსულობათა საინვენტარო წიგნი; ე) ძვირფასეულობის შემცველი სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვის სპეციალური წიგნი; ვ) სამუზეუმო ექსპონატის მიღება-ჩაბარების აქტი; ზ) სამუზეუმო ექსპონატის სამეცნიერო პასპორტი.
4.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო.
5.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის განადგურება ან გაყალბება ისჯება კანონით.
6.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარდა მუზეუმში არსებობს დამატებით სამუშაოთა დოკუმენტაცია, მათ შორის: ა) სამუზეუმო ნივთის შესყიდვის დეტალური აღრიცხვის დოკუმენტი; ბ) სამეცნიერო მასალა – კატალოგები, ბიბლიოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი მასალა და სხვა; გ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი V. საქართველოს სამუზეუმო ფონდი
