1.სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ ახორციელებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის მონიტორინგს შერჩევის პროცესში წარდგენილი პირობების დაცვის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით.
2.მონიტორინგის პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია აცნობოს სამედიცინო დაწესებულებას გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში მისი გამოსწორება.
3.მონიტორინგის პროცესში სააგენტო ს მიერ გაყალბების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ამის თაობაზე აცნობებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
4.სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებ ა ში და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
5.სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს სააგენტო დირექტორის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

