1.საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც.
2.პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
