Статья 17. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით.
2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო.
3. სწავლების ცენტრის ფუნქციებია: ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; დ) (ამოღებულია - 02.07.2020, №6723); ე) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება; ე 1 ) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება.
