საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Статья 20
1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს დაწესებულება განსაზღვრავს შრომითი დასახიჩრების შედეგების გათვალისწინებით.
2. თუ შრომითი დასახიჩრების შედეგად გაუარესდა ადრე არსებული დაავადება, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება მისგან გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის გამოხატულებიდან გამომდინარე, ადრე არსებული დარღვევების გათვალისწინებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
