საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Статья 49
დაწესებულებაში შემოწმებას ექვემდებარება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აქვს ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას ან სხვა საექსპერტო დასკვნის მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან გათავისუფლებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
