1.ტოპოლოგიის ავტორად (შემდგომში – ავტორი) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა ტოპოლოგია.
2.თუ ტოპოლოგია შექმნილია რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაავტორად.
3.ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოწმობაში მისი სახელის მითითება.
