1.მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.
2.ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



