საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
განზრახ მკვლელობა: ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ე) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა; ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ი) ჯგუფურად; კ) ოჯახის წევრის მიმართ; ლ) ორი ან ორზე მეტი პირისა; მ) განსაკუთრებული სისასტიკით; ნ) ანგარებით ან შეკვეთით; ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №754 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №431 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი