საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
