1.სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი



