1.დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2.დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
