1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და ის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ან მისი წარმომადგენელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარეების მოწვევა ვერ ხერხდება).
3.სასამართლო სხდომაზე მხარეების გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) ის კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს; დ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ე) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7.კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მეორე – მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზეც გამოიცა ეს ბრძანება, მესამე – იმ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.
8.კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
9.კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
10.საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.
11.სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. თავი VII 30 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
Нет текстовых изменений
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.